четверг, 22 апреля 2010 г.

პროექტი

1პროექტის სახელი: წმინდანად შერაცხული ქართველი მეფეები
2.პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვებს გავაცნობ წმინდანად შერაცხულ მეფეებს: ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, დემეტრე თავდადებულს და ვაწვდი ინფორმაციას მათს შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: გაკვეთილის მთავარი თემაა წმინდანად შერაცხული ქართველი მეფეები. მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და თითოეულ მეფეზე ვაძლევ ინფორმაციას, კომპიუტერის საშუალებით ვაწვდი მასალებს, ფოტოსურათებს იმ ეპოქაში განხორციელებულ ქმედებებზე. მაგ. ფოტომასალა ვარძიის კომპლექსის შესახებ, გადაცემა "ჩვენებურებიდან" მოიძიონ მასალა თამარ მეფეზე, დოკუმენტური მასალა თამარის პერიოდში აგებულ ხიდებზე, ეკლესია–მონასტრებზე და ა. შ.
პროექტის დასასრულს თითოეული ჯგუფის პრეზენტატორი წარმოადგენს ჩემს მიერ მიწოდებულ და ჯგუფში არსებულ საერთო ინფორმაციას. იმართება დისკუსია, ვიქტორინა, ვაკეთებთ კედლის გაზეთს.
4. მონაწილეთა ასაკი: 9 წლის.
5. ვადები, ხანგრძლივობა: ორი კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
. მოსწავლე აჯამებს საგანმანათლებლო ინფორმაციას.
. აკეთებს დასკვნებს, ასაბუთებს თავის აზრს.
. ეცნობა სასკოლო ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, წერს. კომპიუტერის საშუალებით ქართული საგალობლების ფონზე ხდება მასალების, სურათების მიწოდება.
7. მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლემ უნდა მიიღოს ინფორმაცია არა მარტო ძველი ისტორიული წყაროებიდან, არამედ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით მიიღოს მაქსიმალური ,როგორც ვიზუალური,ასევე თეორიული ცოდნა ამ მეფეების შესახებ.
8. სამუშაო ენა: ქართული
9. ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
. მოსწავლე ისმენს ლიტერატურულ ტექსტებს, იგებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.
. მარტივი გამოთქმებით აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას(საინტერესოა იმით რომ და ა. შ.)
. აკავშირებს სათაურს ტექსტის შინაარსთან.
. გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს.
10. პროექტის ავტორი: თამარ ბერიშვილი